среда, 4 февраля 2009 г.

რა გქვია შენ?

სახელებს, რომლებიც მე, შენ, მას, ჩვენ, თქვენ და მათ ჰქვიათ, საკუთარი სახელები ჰქვია.
საკუთარ სახელებს შორის გამოიყოფა ორი უმთავრესი ჯგუფი:
1. ადამიანთა სახელები და გვარები (ანთროპონიმები)
2. გეოგრაფიული სახელები (ტოპონიმები)
საკუთარ სახელთა შორის ყველაზე ძველი და საყურადღებოა ადამიანთა სახელები. ადამიანების ერთმანეთისაგან გასარჩევად სახელების დარქმევა მეტყველების უძველეს საფეხურზევე გახდებოდა საჭირო. ბუნებრივია, საკუთარი სახელიც განიცდიდა ცვლილებებს. ზოგიერთი სახელი გაქრებოდა, ზოგიც გაჩნდებოდა, შეიცვლებოდა სახელის დარქმევის ტრადიციებიც.
გიფიქრიათ როდესმე, რას ნიშნავს თქვენი სახელი?
იმის გამოსარკვევად, თუ რომელი სახელი სარგებლობს ამჟამად ჩვენში დიდი უპირატესობით, სკოლაში ჩავატარეთ კვლევა.
დღეისათვის ჩვენს სკოლაში 143 მოსწავლე სწავლობს: 76 გოგონა და 67 ვაჟი;
ყველაზე პოპულარული გოგონას სახელია მარიამი (12 გოგონა) და ვაჟის - გიორგი (10 ვაჟი). თამარი ჰქვია 8 გოგონას, ნინო - 7-ს, ანა - 6-ს, ნათია - 5-ს, ქრისტინე და სოფიო- 4-4-ს. ჩვენ სკოლაში სწავლობენ თეონა (3), სალომე (2), ირინე (2), ხატია (2), ლიკა (2), მერი (2), ნანა, მირანდა, ანანო, თათია, ჯულიეტა, მზია, ლანა, ნონა, ცავრინა, ზინა, მაგდანი, ბელონა, ლალი, ლელა, ქეთევანი და სხვა.
ბექა ჰქვია 6 ვაჟს, ილია, თორნიკე, ნიკა და ლევანი - 3-3-ს, ალეკო, შოთა, მინდია, კონსტანტინე, ლაშა და ბესიკი - 2-2-ს. ჩვენს სკოლაში სწავლობენ ზაური, ჯანიკო, გელა, დავითი, ვასილი, ლუკა, ირაკლი, ბაქარი, სანდრო, რომეო, ბადრი, ზურა, მიხეილი, მამუკა, თეიმურაზი, ნოდარი, ცოტნე, შალვა, გუგა, არჩილი, რევაზი, უშანგი, რატი, გია, შაქრო...